fbpx
საზოგადოება

“საბერძნეთში 20 წელი ცხოვრობდა, სახლში გარდაცვლილი გუშინ იპოვეს” – ემიგრანტი მამაკაცის იდუმალებით მოცული შემთხვევა პატრასში

გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელ ბინაში ემიგრანტი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. მან, სავარაუდოდ, თავი მოიკლა, თუმცა, ინციდენტის ზუსტი გარემოებები უცნობია.

tempo24.news-ის ცნობით, მამაკაცს ადრე პოლიციასთან შეხება ჰქონია, რადგან თვითმკვლელობა რამდენჯერმე სცადა და სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემების გამო, რიოს ფსიქიატრიულ კლინიკაშიც კი იყო მოთავსებული.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, მამაკაცი ქურთია და საბერძნეთში, კერძოდ, პატრასში, დაახლოებით 20 წელი ცხოვრობდა.

ის საცხოვრებელ ბინაში, საკუთარ საწოლში იპოვეს. გარდაცვლილი სისხლში ცურავდა, თუმცა, პოლიციამ ადგილზე სხვის მიერ დანაშაულის ჩადენის კვალი ვერ იპოვა.

სამართალდამცავები გამოძიებას აწარმოებენ, რათა დადგინდეს, თუ რას ემსხვერპლა ემიგრანტი მამაკაცი.

onalem

ტესტ