fbpx
საზოგადოება

ათონის მთა: 28 წლის ბიჭმა ღვთისმშობლის ხატი ჩაიხუტა და 40 მეტრის სიმაღლიდან გადახტა

დაუჯერებელი შემთხვევა ათონის მთაზე მოხდა. 28 წლის პილიგრიმმა, რუმინეთიდან, ღვთისმშობლის ხატი ჩაიხუტა და დიდი სიმაღლიდან გადახტა.

გავრცელებული ინფორმაციით, ის მოსალოცად და სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა რუმინელი წარმოშობის ბერებთან, რომელთაგან ერთ-ერთმაც მისი უსულო სხეული იპოვა.

პილიგრიმის კვალი ოთხშაბათს დილიდან გაქრა, დაახლოებით 12 საათისთვის კი, ლავრას მონასტრის ბერმა ის კლდეზე იპოვა, დაახლოებით 40 მეტრის სიღრმეზე იქიდან, საიდანაც გადახტა.

როგორც ირკევა, 28 წლის რუმინელს ბუქარესტის თეოლოგიური სკოლა ახალი დასრულებული ჰქონდა და გაჩნდა ვარაუდი, რომ სწორედ ამან უბიძგა ახალგაზრდას აღნიშნული ქმედებისკენ.

მისი ცხედარი ექსპერტიზაზე, თესალონიკის სასამართლო-სამედიცინო სამსახურში გადააგზავნეს.

onalem

ტესტ