fbpx
საბერძნეთი

თესალონიკში საცხობები და საკონდიტროები 600.000 კილოგრამი ვასილოპიტის გამოსაცხობად ემზადებიან

როგორც ბერძნული მედია იუწყება, საბერძნეთი ნელ-ნელა უბრუნდება პანდემიამდელ რითმებს და მოთხოვნა, რომელიც პროდუქტებზე ფიქსირდება, 2019 წელს გაგვახსენებს.

თესალონიკის მცხობელთა ასოციაციის პრეზიდენტი იუწყება, რომ წელს საცხობები და საკონდიტროები 600.000 კილოგრამ ვასილოპიტას მოამზადებენ და ეს პროცესი უკვე აქტიურ ფაზაშია.

700-მდე საცხობში უკვე ამზადებენ 400.000 კგ ვასილოპიტას და მისი ფაის კილოგრამზე 13-დან 18 ევრომდე მერყეობს. ეს 15%-ით მეტია, ვიდრე გასულ წელს იყო, როცა ფასი 12-დან 16 ევრომდე მერყეობდა.

“ამ დრომდე არ გვაქვს პრეტენზიები და უკმაყოფილება ფასებთან დაკავშირებით. ვასილოპიტის გარდა, მომატებულია ფასები მელომაკარონასა და კურაბიეზე, აქაც 15%-ით, შარშან თუ 10-13 ევრო იყო, ახლა 13-დან 16 ევრომდეა,” აცხადებს პრეზიდენტი.

ცხადია, ფასების მომატება დაკავშირებულია იმ ინგრედიენტების ღირებულების მატებასთან, რომლებითაც ესა თუ ის კერძი და ტკბილეული მზადდება, ასევე ბუნებრივი აირისა და ელ.ენერგიის ფასის ზრდასთან, რომელიც ასევე აუცილებელია ამ ყველაფრის საწარმოებლად, შესაბამისად, მაჩვენებლები თუ იგივე დარჩა, საცხობებიცა და საკონდიტროებიც, არათუ ვერ ნახავენ მოგებას, არამედ ზარალს იწვნევენ. აქედან გამომდინარე, იძულებულნი არიან, რომ ფასები რამდენიმე ევროთი მოამატონ.

onalem

ტესტ