fbpx
საბერძნეთი

“საბერძნეთი ფეტას დეფიტიცის სერიოზული პრობლემის წინაშე დადგება”- რას წერს Financial Times

გამოცემა Financial Times ვრცელ სტატიას უძღვნის საბერძნეთს და აქ განვითარებულ მოვლენებს, კატასტროფას, რომლის წინაშეც ქვეყანა ბუნებრივმა მოვლენებმა დააყენა – წყალდიდობამ, რომელიც ორჯერ დაატყდა თავს თესალიას.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი ნეგატიური შედეგი, რამაც აღნიშნულმა დატბორვამ მოიტანა, არის ის, რომ სულ მალე საბერძნეთი ტრადიციული ყველის, ფეტას სერიოზული დეფიტიცის წინაშე დადგება. ეს იმიტომ, რომ ამ სახეობის ყველის 40%-ის წარმოება ხდება სწორედ თესალიის ტერიტორიაზე, რომელიც წყალდიდობამ ფაქტობრივად, გაანადგურა.

საბერძნეთი წელიწადში დაახლოებით 140.000 ტონა ფეტას აწარმოებს, საიდანაც 65% ექსპორტზე გადის.

აქედან გამომდინარე, უახლოეს მომავალში მწარმოებლები დადგებიან დილემის წინაშე, რადგან შედარებით ნაკლები რძის წარმოება შეეძლებათ და უნდა გააკეთონ არჩევანი, თუ სად გაგზავნიან საკუთარ პროდუქციას.

Financial Times-ის მიხედვით, შესაძლოა ჯერჯერობით დეფიტიცი არ იგრძნობა, მაგრამ ეტაპობრივად ხარვეზები, ამ მხრივ, უფრო და უფრო აშკარა გახდება.

onalem

ტესტ