fbpx
საბერძნეთი

ათენის ერთ დროს ყველაზე იაფ უბნებშიც კი ბინების ფასები 20%-ით გაძვირდა – იმატებს ქირის საფასურიც

როგორც ბერძნული მედია იუწყება, ათენში და ზოგადად, ატიკის რეგიონში, ისეთ უბნებშიც კი, რომლებიც ერთ დროს ყველაზე უაფებად ითვლებოდა, ბინების ფასების “შთამბეჭდავი” ზრდა ფიქსირდება. თუკი სახლის შეძენაზე ფიქრობთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ მათი ფასები ასევე გაზრდილია თესალონიკშიც, იქნება ეს ცენტრალური უბნები თუ გარეუბნები.

როგორც ყოველთვის, ატიკის რეგიონში სამხრეთ გარეუბნები სიძვირის თვალსაზრისით პირველობას ინარჩუნებს და იქ ბინები ყველაზე ძვირია, 1 კვ. მეტრზე 3,600 ევროსაც კი აჭარბებს, ხოლო ათენისა და პირეას ცენტრში კვადრატულ მეტრზე საშუალო ფასი 2.000 ევროა.

www.spitogatos.gr-ზე წარმოდგენილი გრაფიკითაც კი, ცხადია, რომ საკმაოდ დიდი პროცენტული ზრდა ფიქსირდება და ზოგიერთ ტერიტორიაზე 20%-საც აჭარბებს.

იხილეთ გრაფიკი:

ცხადია, ზრდა არ ეხება მხოლოდ ყიდვის შემთხვევებსაც, არამედ ქირავნობასაც. ათენის ცენტრი ამის ტიპიური მაგალითია, სადაც 2022 წელთან შედარებით ქირის საშუალო ფასი კვ. მეტრზე 10 ევრო გახდა (რაც 10,9%-იანი მატებაა), იგივე ვითარებაა პირეაზეც, სადაც გასულ წელთან შედარებით ქირის ფასი 10%-ით არის მომატებული.

 

onalem

ტესტ