fbpx
საზოგადოება

საბერძნეთის საავადმყოფოს საპირფარეშოში 13 წლის გოგონამ ბავშვი გააჩინა – ოჯახი ამტკიცებს, რომ არ იცოდნენ მისი ფეხმძიმობის შესახებ

ტელეკომპანია Mega-ს საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია საბერძნეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში მომხდარ შემთხვევაზე, რომელიც სულ მცირე უაღრესად შემაშფოთებელია. 13 წლის გოგონამ საავადმყოფოს საპირფარეშოში იმშობიარა ისე, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა საკუთარი ფეხმძიმობის შესახებ არც მას და არც მის მშობლებს.

როგორც ირკვევა, ბავშვმა დაიჩივლა, რომ კუჭის არეში აწუხებდა სერიოზული ტკივილი და აქედან გამომდინარე მიმართეს საავადმყოფოს. ექიმმა ის გასინჯა, ვერ დაადგინა ფეხმძიმობა, მაგრამ მშობლებს თეორიულად ჰკითხა, არსებობდა თუ არა შესაძლებლობა, რომ გოგონას სექსუალური კონტაქტი ჰქონოდა ვინმესთან, რაზეც პასუხად კატეგორიული უარი მიიღეს.

გამომდინარე იქიდან, რომ ტკივილები არ წყდებოდა, ექიმმა 13 წლის გოგოს ფაღარათის საწინააღმდეგო საშუალებები მისცა, ხოლო როდესაც ბავშვი საპირფარეშოში შევიდა, ახალშობილი იქვე დაიბადა.

ამავე სიუჟეტის მიხედვით გაირკვა, რომ ბავშვის მამა მისივე თანაკლასელია.

onalem

ტესტ