fbpx
საბერძნეთი

დღეს ხელშეკრულება ოფიციალურად გაფორმდა – აპრილიდან ათენსა და თესალონიკში ელექტრო ავტობუსები ივლიან

როგორც უკვე ცნობილია, გამოცხადებული იყო კონკურსი ათენსა და თესალონიკში ახალი, ელექტრო ავტუბისების შემოყვანასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, აღნიშნული ინიციატივა უკვე ძალაში შედის, დღეს ოფიციალურად მოეწერა ხელი და უალოეს თვეებში ისინი ქუჩებში გამოჩნდება.

ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, 100%-ით ელექტრო ავტობუსები აპრილის თვიდან მოგვემსახურებიან.

ამ კონკრეტული ავტობუსების სიგრძე 12 მეტრია, აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად გამოყოფილი თანხა კი, 110,8 მილიონი ევროს უდრის, რომელშიც შედის როგორც თავად ტრანსპორტი, ასევე დამტენები, რომლებიც მათი ელ. ენერგიით აღსაჭურვად არის აუცილებელი.

ამავე წყაროზე დაყრდნობით, თავდაპირველად დაგეგმილია 200 ავტობუსის შემოყვანა, ხოლო შემდეგ კიდევ 400 დაემატება და საზოგადოებას ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე 650-მდე ავტობუსი მოემსახურება.

 

onalem

ტესტ