fbpx
საბერძნეთი

საგანგებო მდგომარეობა საბერძნეთში: ფენომენი “ევა” და გაფრთხილება 112-სგან მოსახლეობას

საბერძნეთში სამოქალაქო დაცვის სამინისტრო საგანგებო რეჟიმში მუშაობს და კლიმატური ფენომენის, “ევა” გააქტიურების ფონზე მოსახლეობას 112-ის საშუალებით გაფრთხილებას უგზავნის.

მოსალოდნელია ძლიერი ქვიმა, ელ-ჭექით, არსებობს მეხის ჩამოვარდნის საფრთხეები ბევრ რეგიონში. “ევა” აქტიური იქნება შაბათსა და კვირას, ხოლო ორშაბათს ნელ-ნელა შესუსტებას დაიწყებს და ამინდი გაუმჯობესდება.

სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ თავიდან აირიდონ არააუცილებელი გადაადგილება ძლიერი წვიმის დროს, განსაკუთრებით ისეთ ტერიტორიებზე, სადაც დიდია დატბორვის შანსი, ასევე, მიჰყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებს საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი უსაფრთხოებისთვის.

ატიკაში ამინდი განსაკუთრებით გაუარესდება დღეს ღამით და ხვალ შუადღემდე იწვიმებს. ნალექი მოსალოდნელია თესალონიკშიც.

112-იდან, მზადყოფნის შესახებ, მესიჯი გაეგზავნა იპიროს, იონიის ზღვის კუნძულების მესინიის, ზოგადად, დასავლეთ საბერძნეთის მოსახლეობას.

 

onalem

ტესტ