fbpx
საბერძნეთი

გემზე გაუჩინარებულთა ნათესავები საქმეში მიცოტაკის ჩარევას ითხოვენ – მე-5 დღე ცეცხლის გაჩენიდან

მაშინ, როცა კერკირასთან გემი ჯერ კიდევ ბოლავს, გაუჩინარებული მგზავრების ნათესავები საქმეში კირიაკოს მიცოტაკის პირდაპირ ჩარევას ითხოვენ. უკვე 5 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ამ ადამიანებს ვერ პოულობენ და როგორც ჩანს, ფასდაუდებელი დრო იკარგება, რადგან რაც უფრო დიდი ხანი გადის, მით ნაკლებია მათი ცოცხლად პოვნის შანსი.

“ისინი არ არიან დაკარგულები! ისინი ჩაკეტილები არიან, ერთ გემზე მომწყვდეული ხალხი!” – ამბობენ 10 გაუჩინარებულის ოჯახის წევრები მას შემდეგ, რაც შეიტყვეს, რომ გამოძიება წყდება და დამწვარი გემის კერკირადან ასტაკოს ტერიტორიაზე გადაყვანა იგეგმება.

რაც შეეხება გემზე გარდაცვლილ ვაგელის მალესიადას ოჯახს, ისინი გემთმფლობელ კომპანიას და მათ მენეჯერებს უჩივიან და ადვოკატის საშუალებით სარჩელი უკვე შეიტანეს.

როგორც უკვე ცნობილია, თითოეული მგზავრი გემზე არსებულ აუტანელ პირობებზე საუბრობს და როგორც ირკვევა, ბორტზე ბევრი წესი ირღვეოდა, რამაც საბოლოოდ უსაფრთხოების დარღვევაც გამოიწვია.

onalem

ტესტ