fbpx
საბერძნეთი

რეორგანიზაცია საბერძნეთში: პოლიციელთა რიცხვის და კონტროლის ზრდა ათენში

სამოქალაქო დაცვის ახალმა მინისტრმა, პანაიოტის თეოდორიკაკომ კიდევ ერთხელ ისაუბრა სამინისტროს პრიორიტეტებზე და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში იწყება რეორგანიზაცია, რასაც დრო დასჭირდება, თუმცა, ეს იქნება მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე ორიენტირებული მცდელობა.

“ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მოქალაქეებმა თავი მეტად უსაფრთხოდ იგრძნონ. ცხადია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, თუმცა, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ატიკის რეგიონზე, რომელზეც დანაშაულების 70% მოდის.

პოლიცია უნდა იყოს მეგობრული მოქალაქეთა მიმართ, ახალგაზრდებთან მიმართებაში უნდა გამოიჩინონ სოლიდარობა და პარალელურად, უნდა იყვნენ მკაცრები და ეფექტურები დანაშაულის მართვაში. 

ყველა ამ მიზნიდან გამომდინარე ჩვენ სისტემას რეორგანიზებას გავუწევთ და გაიზრდება ოფიცრების რიცხვი ყველა უბანში, გაძლიერდება მათ მიერ ჩატარებული კონტროლი და შემოწმებები. რა თქმა უნდა, ამ პროცესს დრო დასჭირდება, მაგრამ ვინაიდან ამ მხრივ შეცდომები წლების მანძილზე მრავალჯერ იქნა დაშვებული, ეს ლიგიკურია, მთავარია, რომ მიზანი მიღწეულ იქნეს.”

თეოდორიკაკომ ისიც აღნიშნა, რომ პოლიციის ოფიცრები გათავისუფლდებიან ბიუროკრატიული საქმიანობისგან და მეტად იქნებიან ორიენტირებულნი მოქალაქეთა დაცვაზე.

onalem

ტესტ