fbpx
საბერძნეთი

“საბერძნეთი ისე მზად არის თურქეთთან გასამკლავებლად, როგორც არასდროს” – გიორგოს გერაპეტრიტის

სახელმწიფო მინისტრმა, გიორგოს გერაპეტრიტიმ თურქეთ-საბერძნეთის ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კირიაკოს მიცოტაკისა და ერდოღანის შეხვედრა დაგეგმილი არ არის.

“საბერძნეთის პრემიერსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის არ არსებობს არანაირი დაგეგმილი შეხვედრა. როგორც ვიცი, კირიაკოს მიცოტაკის არ აქვს მოთხოვნილი შეხვედრა, თუმცა, ცხადია, ბერძნული მხარე არ არის დიპლომატიური მოლაპარაკებების წინააღმდეგი. ყოველთვის უნდა არსებობდეს ურთიერთგაგების საფუძველი, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო სამართალს.

ამ მომენტში ჩვენ გავდივართ თურქული ინტენსიური აგრესიის ფაზას, საბერძნეთი კი, ისე მზად არის თურქეთის გასამკლავებლად, როგორც არასდროს, ვგულისხმობ როგორც ფიზიკურად, ასევე დიპლომატიურ დონეზე,” თქვა მინისტრმა.

გერაპეტრიტიმ ისაუბრა ალექსის ციპრაზეც და აღნიშნა, რომ ის არჩევნებში აუცილებლად დამარცხდება:

“ბატონ ციპრასთან ურთიერთობა გვიჭირს, რადგან რთულია მისი გაგება. გვიჭირს გავარკვიოთ, რა სურს და რა არა. მისი ენა, რომლითაც საუბრობს, ორაზროვანი და ხშირად გაუგებარია. ვერ ვხვდები, ითხოვს თუ არა ვადამდელ არჩევნებს. ამბობს, რომ არ გახდება მიცოტაკი, რომ მოითხოვოს არჩევნები, მაგრამ ასევე ამბობს, რომ თუ მიცოტაკის უნდა, დაე, გამოაცხადოს. მისი სიტყვები უმეტესწილად ბუნდოვანია,” ამბობს ის.

onalem

ტესტ