fbpx
საბერძნეთი

“საბერძნეთს საშიში ქარიშხალი უახლოვდება” – ბერძენ სინოპტიკოსთა პროგნოზი

საბერძნეთში სინოპტიკოსები საშიშ ფენომენზე საუბრობენ, რომელიც ქვეყანას ხვალიდან, დღის მეორე ნახევრიდან დაატყდება თავს და რამდენიმე ტერიტორიაზე შეიძლება წყალდიდობა გამოიწვიოს.

კერძოდ, საბერძნეთში ამინდის გაუარესება მოსალოდნელია ხვალიდან ძირითადად ხალკიდიკიში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ მაკედონიაში, ეგეოსის ზღვის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილში, თესალიის აღმოსავლეთით და სამხრეთით, სპორადესზე და ჩრდილოეთ და ცენტრალურ ევიაზე.

კლეარხოს მარუსაკის ცნობით, ყველა ამ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ძლიერი ქარიშხალი, შესაძლოა დაფიქსირდეს წყალდიდობა და ვინაიდან წვიმას სეტყვაც ახლდება თან, შესაძლოა პრობლემები ამ სახის ნალექმაც შექმნას.

სინოპტიკოსი აცხადებს, რომ ატიკაში წვიმა მოსალოდნელია ოთხშაბათს შუადღიდან ხუთშაბათის ჩათვლით, მაგრამ არ იქნება ისეთი ინტენსიური, რომ რაიმე სახის გართულებები შექმნას.

რაც შეეხება ტემპერატურის ვარდნას და ნამდვილი შემოდგომის მოსვლას, მარუსაკის პროგნოზით, თვის ბოლოდან შედარებით აცივდება და სტაბილურად შენარჩუნდება საშემოდგომო ამინდები.

onalem

ტესტ