fbpx
საბერძნეთი

“საბერძნეთი იმყოფება კრიტიკულ სიტუაციაში” – ვინ ჩაანაცვლა დღეს სოტირის ციოდრასი?!

დღევანდელი საგანგებო გამოსვლისას პროფესორი სოტირის ციოდრასი ხარალამბოს გოგოსმა, ასევე ინფექციური დაავადებების სპეციალისტმა ჩაანაცვლა. მან კონკრეტული განცხადებები გააკეთა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

“ვიმყოფებით რთულ სიტუაციასა და პერიოდში. ეს არის დრო, როდესაც ინფიცირების შემთხვევები უნდა შევამციროთ და პრობლემა მოვაგვაროთ.

ნათელია, რომ პანდემიის გავრცელება მიმდინარეობს გლობალურად და არ არის ეჭვი, რომ აქვს უდიდესი ნეგატიური გავლენა.

ევროპაში პანდემიის მეორე ტალღა დადგება და ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, საბერძნეთიც მონაწილეობს. სწორედ ახლა ვიმყოფებით მეორე ტალღის დასაწყისში,” თქვა გოგოსმა.

დღეს, 4 სექტემბერს, საბერძნეთში დაფიქსირდა კორონავირუსით ინფიცირების 202 ახალი შემთხვევა და ერთი გარდაცვალება. საერთო ჯამში კი ვირუსის მსხვერპლთა რიცხვი ქვეყანაში 279-მდე გაიზარდა.

გოგოსმა აღნიშნა, რომ ამჟამინდელ პერიოდს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს ყველაფერი მისცემს საფუძველს მოვლენების განვითარებას შემოდგომის შემდეგ თვეებში.

onalem

ტესტ