fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

საბერძნეთში ამ წუთისთვის, სავარაუდოდ, 2.000-დან 3.000-მდე ინფიცირებულია

როგორც სოტირის ციოდრასმა განაცხადა, ვარაუდობენ, რომ საბერძნეთში არა 418, არამედ დაახლოებით 2.000-3.000 კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანია, თუმცა, უმეტესობის მდგომარეობა არ არის მძიმე, ზოგიერთ მათგანს კი სიმპტომები საერთოდ არ აქვს.

“ჩვენ ველოდებით მეტ შემთხვევას და ეს ძალიან ბუნებრივია. განვაცხადებთ მხოლოდ მათ შესახებ, ვისაც დასჭირდება ჰოსპიტალიზაცია და იქნება სერიოზულად მძიმე მდგომარეობა. ახალი კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა ზოგადად 0.5%-1%-ია, რაც სეზონურ გრიპზე უფრო მაღალი მაჩვენებელია.” 

ციოდრასი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისი კოლეგები ავრცელებენ დრამატულ მესიჯებს, რომ თითქოს საბერძნეთი იტალიის გზას ადგას. პროფესორი განმარტავს, რომ ეს ასე არ არის და სწორედ იმისთვის, რომ იტალიის მდგომარეობამდე არ მივიდეთ, მოსახლეობამ მაქსიმალურად უნდა შეზღუდოს გადაადგილება და დარჩნენ სახლებში.

 

 

onalem

ტესტ