fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში 10-ზე მეტი ადამიანის ერთად შეკრება 1.000 ევროთი დაჯარიმდება

რამდენიმე წუთის წინ დიმიტრის ხარდალიასმა მთავრობის მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა.

ხარდალიასმა განაცხადა, რომ ამიერიდან საბერძნეთში 10-ზე მეტი ადამიანის ერთად შეკრება კატეგორიულად იკრძალება. ეს კიდევ ერთი ზომაა, რომელიც კორონავირუსის გავრცელებას თავიდან აგვარიდებს.

აღნიშნული ბრძანების დარღვევის შემთხვევაში განსაზღვრულია ჯარიმა 1.000 ევროს ოდენობით, თითოეულ პირზე.

დიმიტრის ხარდალიასის თქმით, მოსახლეობამ მაქსიმალურად უნდა შეზღუდოს გარეთ გადაადგილება.

onalem

ტესტ