fbpx
საბერძნეთი

უჩვეულო ამინდი საბერძნეთში: ფლორინაში მოთოვა, კრეტაზე კი 30 გრადუსი დაფიქსირდა

საბერძნეთი, ამინდის მხრივ, როგორც ჩანს, ორად არის გაყოფილი. ფლორინაში მოთოვა, ხოლო კრეტაზე ტემპერატურამ 30 გრადუსს მიაღწია. ბერძენ სინოპტიკოსთა პროგნოზით, შაბათ-კვირას მოსალოდნელია პერიოდული წვიმა და აფრიკული მტვრის მაღალი ინტენსივობა, თუმცა, ჰაერის ტემპერატურა არ დაეცემა.

დანარჩენი საბერძნეთისგან განსხვავებით, ფლორინაში ამინდს გაზაფხული ნამდვილად არ ეტყობა.

ნახეთ ვიდეო:

ხვალ ატიკის რეგიონში მოსალოდნელია მოღრუბლულობა და პერიოდული წვიმა, რომელიც შუადღეს შეწყდება, ჰაერი კი 12-დან 20 გრადუსამდე გათბება. რაც შეეხება თესალონიკს, აქაც მოსალოდნელია მცირე, პერიოდული წვიმა შუადღემდე, ხოლო ტემპერატურა 10-დან 16 გრადუსამდე იმერყევებს.

 

onalem

ტესტ