fbpx
კრიმინალი

ათენი: დააკავეს მამაკაცი, რომელმაც 25 წლის ფეხმძიმე გოგოს მჟავით სახე დაუწვა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც 25 წლის გოგონას თავს მჟავით გაჟღენთილი ნაჭრით დაესხა და სახე დაუწვა.

როგორც უკვე ცნობილია, ინციდენტი კიფსელისა და გალაცის კვეთაზე, ღამით მოხდა. გოგონას მანქანით მამაკაცი წამოეწია, გადმოვიდა, ძირს დააგდო და მას შემდეგ, რაც ნაჭერი სახეზე მიადო, ისევ მანქანით გაუჩინარდა.

პოლიცის ცნობით, მამაკაცის კვალზე თავად გოგონას მითითებების ფონზე გავიდნენ, თუმცა, ამ დრომდე არ არის ცნობილი, თუ ვინ არის ის, ან რა იყო თავდასხმის მიზეზი.

დაკავებული ატიკის პოლიციის ცენტრალურ განყოფილებაშია გადაყვანილი და მიმდინარეობს გამოძიება.

აღსანიშნავია, რომ გოგონა 4 თვის ფეხმძიმეა და არც მის და არც ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ, დამწვრობები კი აღენიშნება სახის არეში, განსაკუთრებით ტუჩებზე.

 

onalem

ტესტ