fbpx
კრიმინალი

პოლიციის კონტროლის შედეგად დაკავებული 45 ქალი და 46 მამაკაცი – ყველა მათგანს ყალბი პასპორტი აღმოაჩნდა

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის სასაზღვრო პოლიციის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად ბოლო 7 დღის მანძილზე დააკავეს 91 ადამიანი. ყველა მათგანი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და ყალბი საბუთების საშუალებით საბერძნეთის დატოვების მცდელობა ედებათ ბრალად.

ირკვევა, რომ დაკავებების სერია ირაკლიოს აეროპორტში განხორციელდა, 45 ქალბატონსა და 46 მამაკაცს ჰქონდა ყალბი დოკუმენტები, რომლებითაც ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ იყვნენ სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეები, მათ შორის: საფრანგეთის, ბულგარეთის, შვედეთის, ესპანეთის, ბელგიის, გერმანიის, უნგრეთის, იტალიის, რუმინეთის. გამგზავრებას კი გეგმავდნენ იტალიის, ჰოლანდიის, გერმანიის, ავსტრიის, საფრანგეთის, შოტლანდიის, პოლონეთისა და შვეიცარიის მიმართულებით.

აღნიშნული ყალბო დოკუმენტები ჩამორთმეულია, ხოლო 91-ივე იმიგრანტი პროკურატურაში გადაიყვანეს. უცნობია, მათი ეროვნება.

onalem

ტესტ