fbpx
კრიმინალი

შოკისმომგვრელი შემთხვევა ათენში: 15 წლის მოსწავლეები საკუთარ თანაკლასელს 1 თვის მანძილზე აუპატიურებდნენ

შემთხვევამ, რომელიც ათენში, კერძოდ, ილიონში მოხდა, საზოგადოება შეძრა. როგორც ირკვევა, 8 მოზარდი საკუთარ თანაკლასელ ბიჭს 1 თვის მანძილზე აუპატიურებდა ერთ-ერთ ბინაში, ამასთანავე, საზარელ ეპიზოდებს ვიდეოზე იღებდნენ და მესამე პირებს უგზავნიდნენ.

ვრცელდება კადრებიც იმ ბინიდან, სადაც ბიჭზე მისი 8 თანაკლასელი ერთი თვის მანძილზე ძალადობდა. ეს ბინა მდებარეობს იმავე კორპუსში, სადაც მოძალადე მოზარდები ცხოვრობენ. გაუპატიურება ხდებოდა სხვადასხვა საგნებით, ძირითადად, ცოცხის ჯოხით. ამ წარმოუდგენელ ქმედებებს ისინი ნოემბრის დასაწყისიდან დეკემბრის დასაწყისამდე ჩადიოდნენ.

ამ დროისთვის დაკავებულია 6 მოსწავლე, ხოლო საქმე აღძრულია 8 მოზარდის წინააღმდეგ, საკმაოდ მძიმე ბრალდებებით: გაუპატიურება, პორნოგრაფია, ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული.

იხილეთ კადრები დანაშაულის ადგილიდან:

 

onalem

ტესტ