fbpx
კრიმინალისაზოგადოება

იოანა თავდამსხმელ ქალს პასუხს პირისპირ მოსთხოვს – ბრალდება მკვლელობის მცდელობის მუხლით

როგორც უკვე ცნობილია, 20 მაისს იოანა პალიოსპირუზე მჟავით თავდასხმიდან ზუსტად 1 წელი გავიდა. ახალგაზრდა ქალს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა და წინ კიდევ ბევრი აქვს. მისი ყოველდღიური ცხოვრება ურთულესია, სახის 93% დამწვარი აქვს და მუდმივად პლასტიკურ ნიღაბს ატარებს.

იოანამ იპოვა ძალა, რომ იბრძოლოს სამართლიანობის აღსრულებისთვის და ამაში ადვოკატი, აპოსტოლოს ლიტრა ეხმარება. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ 35 წლის ეფის ბრალს წაუყენებენ, არა სხეულის განზრახ დაზიანების, არამედ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით. აღნიშნული გადაწყვეტილებით იოანა ძალიან კმაყოფილია.

ირკვევა, რომ სასამართლო პროცესი მომდევნო თვეებში გაიმართება, რომელზეც დასწრებასაც დაზარალებული თავადაც აპირებს და თავდამსხმელს პირადად მოსთხოვს პასუხს, თუ რატომ დაუნგრია ცხოვრება და რა არის ამის კონკრეტული მიზეზი.

შეგახსენებთ, რომ დაკავებული ქალი, 35 წლის ეფი, შეპყრობილი იყო იოანათი და უთვალთვალებდა თვეების მანძილზე, ეძებდა მასზე თავდასხმის გზებსა და საშუალებებს, საბოლოოდ კი, საკუთარ სამსახურთან მჟავის დიდი რაოდენობა შეასხა. სავარაუდო მიზეზად სახელდებოდა მამაკაცი, რომელთანაც იოანას რეალურად არ ჰქონია არანაირი კავშირი, თუმცა, ეფი მიიჩნევდა, რომ მისი პირადი პრობლემები სწორედ იოანას პასუხისმგებლობა იყო.

იოანა პალიოსპირუ თავდასხმამდე და მას შემდეგ

onalem

ტესტ