fbpx
კრიმინალი

პოლიციის მუშაობით უკმაყოფილო მიკონოსელი ბიზნესმენი, რომელსაც ათენში სახლში შეუცვივდნენ, გაძარცვეს და მისი მანქანით გაიქცნენ

მიკონოსელი ბიზნესმენისთვის პარასკევი საღამო არც თუ ისე სასიამოვნო აღმოჩნდა. პაგრატზე, კალიმარმაროსთან მდებარე მის სახლში უცნობი პირები შეიჭრნენ, დააბეს, გაძარცვეს და საბოლოოდ, მისივე მანქანით გაუჩინარდნენ. შემდეგ კი ათენის ცენტრში დასეირნობდნენ.

ამ დროისთვის ძარცვის აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია მხოლოდ ერთი პირი, უსახლკარო მამაკაცი, რომელიც ავღანელია და ის ომონიაზე აიყვანეს. მისი თანამზრახველების მოძებნა კი ამ დრომდე ვერ ხერხდება.

კონსტანტინოს მასტორაკისის თქმით, როდესაც ის პოლიციის განყოფილებაში მივიდა, ოფიცრებმა განუცხადეს, რომ დაკავებული ავღანელი უსახლკარო იყო, მოპარული ნივთები კი არ უძებნიათ.

“ნაპოვნი მანქანა კარგად უნდა შეემოწმებინათ. აეღოთ თითის ანაბეჭდები და გამოეკვლიათ ყველა დეტალი. მაგრამ რატომღაც ეს არ გააკეთეს. მითხრეს, რომ შემეძლო წასვულიყავი და მეორე დღეს მიმეყვანა მანქანა ექსპერტიზისთვის. 

ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ ყურადღება მიაქციოს კალიმარმაროს ტერიტორიას, რომელიც პრემიერის სასახლიდან სულ რამდენიმე მეტრში მდებარეობს და განათებაც კი არ არის. როდესაც მზე ჩადის იქ უკუნეთი სიბნელეა,” ამბობს ბიზნესმენი.

 

onalem

ტესტ