fbpx
კრიმინალი

სისხლიანი დაპირისპირება ემიგრანტებს შორის პირეაზე: მოკლულია 43 წლის მამაკაცი

ბერძნული მედიის ინფორმაციით, პირეაზე, ეთნიკის ადისტასეოს ქუჩაზე, დღეს დილით ემიგრანტებს შორის სასტიკ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

როგორც ცნობილი გახდა, ჩხუბი მოხდა ორ მამაკაცს შორის. იემენის 35 წლის მოქალაქემ ცივი იარაღით, კერძოდ, დანით დაჭრა 45 წლის მამაკაცი, რომელიც იორდანიიდან არის.

ირკვევა, რომ დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო იემენელი პოლიციამ დააკავა.

უთანხმოების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

onalem

ტესტ