fbpx
კრიმინალი

შეიარაღებული ძარცვა რამდენიმე საათის წინ ათენის ცენტრში – იძებნება სამი მამაკაცი (ვიდეო)

ათენის ცენტრში, პანეპისტიმიუს N59-ში შეიარაღებული ძარცვა მოხდა. თანაც, არც თუ ისე გვიან, როგორც დამნაშავეები ამას ჩვეულებისამებრ აკეთებენ. სამი მამაკაცი დედაქალაქის ცენტრში მდებარე ძვირფასეულობის მაღაზიას თავს დაესხა მაშინ, როცა იქ ხალხი მუშაობდა.

სამი მძარცველი მაღაზიაში იარაღებით დაახლოებით 19:30 საათზე შეიჭრა და მაშინვე მუქარა დაიწყო. სწორედ ამის ფონზე, მათ შეაგროვეს ყველაზე ძვირადღირებული ნივთები და ორი მოტოციკლით გაუჩინარდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი სამკაულებს არ იღებდნენ შემთხვევითობის პრინციპით, რაც ხელში მოხვდებოდათ, არამედ, ზუსტად იცოდნენ, თუ რომლები იყო ყველაზე ძვირფასი.

რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ვიდეო, რომელიც გამვლელმა გადაიღო. კადრში გარკვევით ჩანან დამნაშავეები და მაღაზიის თანამშრომელი, რომელიც შიშისგან ყვირის.

იხილეთ ვიდეო:

https://www.facebook.com/empisteutikogr/videos/502546303580634/

onalem

ტესტ