fbpx
საბერძნეთი

ბერძენი ბიზნესმენი სახელმწიფოსთვის 220.000 ევროს დამალვის ბრალდებით დააკავეს

თესალონიკში ბერძენი ბიზნესმენი სახელმწიფო გადასახადების გადახდის თავიდან არიდების ბრალდებით დააკავეს. მის წინააღმდეგ გაცემული იყო დაკავების ორი ორდერი.

გამოძიების მასალებიდან ირკვევა, რომ მან სახელმწიფოს დაახლოებთ 220.000 ევრო დაუმალა და ფლობდა ორ ბიზნესს. ის სხვადასხვა წლებში არაზუსტ საგადასახადო დეკლარაციებს წარადგენდა და ფიქტიურ გაანგარიშებას ახდენდა.

220.000 ევროს გადაუხდელობა 68 წლის ბიზნესმენს ძვირად დაუჯდა და ჩადენილი უკანონობებისთვის პოლიციამ დააკავა.

უნდა აღინიშნოს, რომ საბერძნეთში აქტიურად მიმდინარეობს “შავი ფულის” წინააღმდეგ მიმართული კონტროლი, სხვადაასხვა საშუალებებით. ციფრული სამინისტროს მიერ შეიქმნა აპლიკაცია, “აპოდიქსი”, რომლის საშუალებითაც გაცემული ქვითრების ვალიდურობის დადასტურებაა შესაძლებელი.

ამას გარდა, იგეგმება, რომ შეიზღუდოს ნაღდი ფულით გადახდის შესაძლებლობა და  განიხილება იმ ლიმიტის შემცირება, რომლის ფარგლებშიც ნებადართულია ნაღდი ფულის გამოყენება პროდუქციის შესაძენად ან ნებისმიერი მომსახურების გაწევის სანაცვლოდ თანხის გადასახელად. ეს ლიმიტი სავარაუდოდ შემცირდება 500 ევროდან 200 ევრომდე, რაც საკმაოდ დიდი განსხვავებაა. ანუ ნებისმიერი პროდუქტის შეძენა, რომლის საფასურიც 200 ევროზე მეტი იქნება, მხოლოდ ბარათით იქნება შესაძლებელი. ცხადია, აქ იგულისხმება ელექტრონული გადახდის ნებისმიერი საშუალება, არ არის აუცილებელი, იყოს ეს ბერძნული ბანკის ანგარიში.

onalem

ტესტ