fbpx
საბერძნეთი

ათენის მეტროს 1-ელ ხაზზე მატარებლის რელსებში ადამიანი ჩავარდა – სავარაუდოდ, ეს თვითმკვლელობა იყო

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ადამიანი, რომელიც ათენის მეტროს 1-ელ ხაზზე მატარებლის რელსებში ჩავარდა, გარდაცვლილია.

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ პერისოს სადგურში მოხდა, სადაც ΗΣΑΠ-ის მატარებლები მოძრაობენ. აღნიშნულის გამო დროებით შეჩერებული იყო მოძრაობა კიფისია-პირეას ხაზზე.

კონკრეტული მიზეზი, რის გამოც მამაკაცი რელსებში მოხვდა სწორედ მაშინ, როცა მატარებელი მოდიოდა, უცნობია, თუმცა, წინასწარი ცნობებით, საქმე თვითმკვლელობასთან გვაქვს და არა უბედურ შემთხვევასთან.

ადგილზე მუშაობდა 12 მეხანძრე, რათა ოპერაცია მაქსიმალური სიფრთხილით წარმართულიყო, თუმცა, ცხადია, მატარებლის შეჯახების შედეგად მამაკაცის სხეული დანაწევრდა.

onalem

ტესტ