fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის პრესტიჟი ილახება: ტურისტი, კერძო დაზღვევით, სანაპიროზე გარდაიცვალა, სასწრაფო დახმარების ლოდინში

საბერძნეთის კუნძულები ცნობილია თავისი ეგზოტიკური სილამაზით, მაგრამ ტურისტული პრესტიჟი ილახება იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც ჯანდაცვის კუთხით ფიქსირდება ქვეყანაში. ტურისტებმა, რომლებიც მოგზაურობისთვის კერძო სადაზღვევო პაკეტებს ყიდულობენ და ამაში საკმაო თანხას იხდიან, ჩანს, რომ ჯანმრთელობის პრობლემის შექმნის შემთხვევაში, შესაძლოა, ფატალურადაც დაასრულონ.

მსგავსი შემთხვევის შესახებ იუწყება ბერძნული მედია – კუნძულ თასოსზე 45 წლამდე ქალი სანაპიროზე ყოფნისას შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. ჩეხი ქალის დასახმარებლად მაშინვე მივიდნენ იქ მყოფი სხვა ტურისტებიც და ცდილობდნენ, რომ მისი გული აემუშავებინათ. სამწუხაროდ, სასწრაფო დახმარების მანქანამ, რომელიც მაშინვე გამოიძახეს, იმდენად დააგვიანა, რომ მარტოები ვერაფერს გახდნენ და ტურისტი გარდაიცვალა.

როგორც მედია იუწყება, მანქანამ მინიმუმ 30 წუთი დაიგვიანა, რადგან კუნძულზე სხვა გამოძახებებზე იყო წასული.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თასოსზე სულ 4 ასეთი მანქანაა, მაგრამ ვინაიდან პერსონალი ფიზიკურად არ არსებობს, მხოლოდ ერთი მუშაობს.

onalem

ტესტ