fbpx
საზოგადოება

“ზოგიერთ ბერძენს ჰგონია, რომ ქართველებმა ელემენტარულიც არ ვიცით, მაგრამ პირადად მე, რასიზმი არასოდეს განმიცდია” – თამთა

თამთა სტუმრად იყო მიწვეული Pride Podcast-ის გადაცემაში, სადაც ისაუბრა საკუთარ ოჯახზე, კარიერაზე, მოქალაქეობის მიღების თემაზე და აღნიშნა, განუცდია თუ არა რასიზმი საბერძნეთში.

როგორც ბრწყინვალე მომღერალი ამბობს, საბერძნეთს ძალიან სტუმართმოყვარე ქვეყანად თვლის და ვერასოდეს დაადანაშაულებს ბერძნებს პირადად მასთან მიმართებაში, რომ რაიმე სახის რასისტული დამოკიდებულების მსხვერპლი გამხდარა. მიუხედავად ამისა, ცხადია, გაუგია, რომ ზურგსუკან ვიღაცები გარკვეულ კომენტარებს აკეთებდნენ, მაგრამ ამას არ შეუწუხებია.

ამასთანავე აღნიშნავს, რომ როდესაც პირველად საბერძნეთში ჩამოვიდა, ინგლისურად საუბრობდა, რადგან ბერძნული არ იცოდა და ეს ფაქტი ბერძნებს საკმაოდ უცნაურად ეჩვენებოდათ, რადგან როგორც ამბობს, ზოგიერთ ბერძენსბს ჰგონია, რომ ქართველებმა ელემენტარული რამეებიც არ იციან.

“ერთხელ დედაჩემისგან მოვისმინე, რომ უხსნიდნენ, რა იყო ტელევიზორი. არ ვიცი რა ჰგონიათ, თუმცა, ზოგიერთი ბერძენი ფიქრობს, რომ ქართველებმა არ ვიცით ელემენტარული რამეებიც კი, განურჩევლად იმისა, გაჭირვება გაქვს თუ არა გამოვლილი,” ამბობს თამთა.

მომღერალმა დეტალურად ისაუბრა კარიერის დასაწყისსა და დედის მხრიდან განსაკუთრებულ ხელშეწყობაზე, რომ გამხდარიყო ის, ვინც ახლა არის.

იხილეთ სრულად:

onalem

ტესტ