fbpx
საზოგადოება

“სულ ლოდინი და ლოდინი” – გაცოფებული მენეღაკი თესალონიკის აეროპორტში

ელენი მენეღაკი, “სუფთა ორშაბათის” ოჯახთან ერთად გასატარებლად, თესალონიკს ეწვია, თუმცა, მისი ჩაფრენა უსიამოვნებებით დაიწყო. ცნობილმა ტელეწამყვანმა, როგორც ჩანს, თავი ვერ მოთოკა და იმის გამო, რომ ჩემოდნების ლოდინი მოუწია, აეროპორტის თანამშრომლებს საკმაოდ უხეშად ესაუბრა.

როგორც ბერძნული მედია ექსკლუზიურად წერს, მენეღაკის გარდა, თავისი ჩემოდანი ყველამ წაიღო, ხოლო მას და მის 14 წლის ქალიშვილს დიდხანს ლოდინი დასჭირდათ. ლაურას ჩემოდანი დაახლოებით 20 წუთში გამოვიდა, ხოლო ელენისი კვლავ არ ჩანდა.

მან მოთმინება დაკარგა და თანამშრომლებთან მივიდა, რომლებსაც საკმაოდ უხეში ტონით ესაუბრა. მოსთხოვა გამოეყოთ ოთხი ადამიანი, რათა მისი ჩემოდანი ეპოვათ და ასეც მოხდა. ნახევარი საათის შემდეგ მენეღაკიმ და მისმა გოგონამ აეროპორტი დატოვეს, თუმცა, ტელეწამყვანმა საკუთარი ნერვები აეროპორტის თანამშრომლებს შეატოვა.

onalem

ტესტ