fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის პოლიციამ დააკავა ალბანელი ქალი, რომელმაც თავისი 1 წლის შვილი სახლში მარტო დატოვა

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის პოლიციამ დააკავა 37 წლის ქალი, ალბანეთის მოქალაქე, რომელსაც არასრულწლოვნის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება ედება ბრალად.

როგორც ირკვევა, მეზობლებმა ათენის ცენტრში მდებარე კორპუსში პოლიცია გუშინ დილით გამოიძახეს, რადგან ესმოდათ, რომ ბავშვი გამეტებით ტიროდა და ვინაიდან არ ჩერდებოდა, მიხვდნენ, რომ სახლში არავინ იმყოფებოდა. პოლიციამ სახლში შესვლის შედეგად 1 წლამდე ბავშვი იპოვა, სახლში კი, არცერთი უფროსი არ იყო.

მოგვიანებით მიაგნეს ბავშვის დედას, 37 წლის ქალს, რომელიც, სავარაუდოდ, სამსახურში წავიდა და 1 წლის ბავშვი სახლში მარტო დატოვა, ისე, რომ არ უფიქრია, რა შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამას.

მის წინააღმდეგ საქმე არასრულწლოვნის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ბრალდებით აღიძრა.

onalem

ტესტ