fbpx
საბერძნეთი

მორიგი შემთხვევა საბერძნეთში: 4 წლის გოგონა გველგესლამ დაკბინა – მისი მდგომარეობა მძიმეა

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში ჩხამიანი გველის მხრიდან თავდასხმის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ამჯერად გველგესლამ 4 წლის გოგონა დაკბინა ვოლოსში, როდესაც თამაშობდა. სამწუხაროდ, მცირეწლოვნის მდგომარეობა მძიმეა და ექიმები შიშობენ.

პატარა გოგონა სოფლის ეკლესიასთან თამაშობდა, სრულიად მოულოდნელად მასთან ახლოს გველი აღმოჩნდა და ხელზე დაკბინა. ცხადია, დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ სულ რამდენიმე საათში მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და საჭირო გახდა სხვაგან გადაეყვანათ. თავდაპირველად ლარისაში მიიყვანეს, თუმცა, იქაც ვერაფერს გახდნენ ექიმები და საბოლოოდ, გადაწყდა, რომ თესალონიკში გადაეყვანათ, რეანიმაციულ განყოფილებაში.

ამ დროისთვის ექიმები მის მდგომარეობას უკიდურესად კრიტიკულად აფასებენ და საფრთხის მიუხედავად, იმედოვნებენ, რომ ნელ-ნელა ბავშვი მდგომარეობიდან გამოსვლას შეძლებს, როგორც ეს მოხდა, მოხალისე ქალბატონის შემთხვევაში, რომელიც სწორედ ამ სახეობის გველმა დაკბინა.

 

onalem

ტესტ