fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: როდის იქნება გაცემული ახალი პირადობის მოწმობები?

რამდენიმე დღეა, რაც გამოიცა აქტი ახალი პირადი მოწმობების შემოღების თაობაზე, რომლებიც აკმაყოფილებენ ევროკავშირის სტანდარტებს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება. „ყველა ფორმალური საკითხი არის მოგვარებული. დღეების ამბავია ახალი პირადობის დამადასტურებელი მოწმობების დამზადება და გაცემა. ევრო კავშირმა დაავალდებულა საბერძნეთის სახელმწიფო იმ მიზნით, რომ გაკონტროლდეს ყველა ადამიანი და მოხდეს ტერორიზმის პრევენცია.

პარლამენტის წევრი მაკის ვორიდისმა მოთხოვნით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ახალი პირადი მოწმობების გაცემის თაობაზე. ახალი პირადი მოწმობების დამზადების საფასური იქნება 10 ევროზე ნაკლები. პირველ ეტაპზე, პირადობის მოწმობები გაიცემა ახალგაზრდებზე, რომლებსაც პირველად მოუწევთ პირადობის მოწმობების აღება. შემდეგ კი დაურიგდებათ სხვა მოქალაქეებს, რომლებიც შეძლებენ ძველი პირადობის მოწმობების ჩანაცვლებას 4 წლის განმავლობაში.

 ახალი პირადობის მოწმობების გაცემის პროცესი დაიწყება 2019 წლის დასაწყისში. ევროკავშირი ითხოვს ყველა დეტალზე ყურადღების გამახვილებას პირადობის მოწმობების დამზადებისას და ბიომეტრიული მონაცემების აღრიცხვას.