fbpx
ემიგრაციული სიახლეები

შემოდგომიდან ათენიდან თესალონიკამდე მგზავრობა მხოლოდ 3 საათსა და 20 წუთში

„ΤΡΑΙΝΟΣΕ“-ეს წარმომადგენლების შეფასებით, შემოდგომიდან, ახალი მოძრავი საშუალების მიღების შემდეგ, მარშრუტი ათენი-თესალონიკი  შემცირდება 3 საათით და 20 წუთით, იმ პირობით, რომ ივნისის ბოლომდე შესრულებული იქნება ყველა საჭირო სამუშაოები.

ათენის ახალი ამბების სააგენტოს განცხადებით, არსებობს დიდი დაინტერესება ახალი მოძრავი საშუალების მიღებასთან დაკავშირებით. კომპანია FSI არის მესამე ადგილზე ევროპის მაშთაბით, „ΤΡΑΙΝΟΣΕ“-ის გარდა „FSI“-იმ შეიძინა სატრანსპორტო კომპანია გაერთიანებულ სამეფოში, გერმანიაში, საფრანგეთში, ჰოლანდიაში და სხვა ქვეყნებში. არ გამოირიცხება კომპანიის მიერ  მომავალში სხვა პროექტებში მონაწილეობის მიღებაც.

„საბერძნეთის გეოპოლიტიკური მდგომარეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ევროპისთვის და აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ეს ფაქტი მაქსიმალურად“ – აღნიშნა ΤΡΑΙΝΟΣΕ-ს დირექტორის მრჩეველმა ფილიპოს ცალიდისმა. მატარებლის მაქსიმალური სიჩქარე მიაღწევს 200 კილომეტრს საათში. ასევე იგეგმება ტრენინგ კურსის ჩატარება იმ ადამინებისთვის, რომლებიც იმუშავებენ ახალ მატარებელში. საუბარი იყო ასევე თანამშრომლების აყვანაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, კონკრეტულად აყვანილი იქნა 60 ახალი თანამშრომელი და იგეგმება კიდევ 40 ახალი თანამშრომელის აყვანა.