fbpx
საბერძნეთი

ვითარება საბერძნეთში: კერკირაზე ხანძრის ორი ახალი კერა გაჩნდა, როდოსზე კი, ცეცხლი ისევ უკონტროლოა

მას შემდეგ, რაც მეხანძრეებმა ჩათვალეს, რომ კუნძულ კერკირაზე ხანძარი კონტროლის არეში იყო მოქცეული, მორიგი ახალი კერები გაჩნდა და მათი მასშტაბები ძალიან დიდია: ერთ-ერთი ფიქსირდება ანო პერითიაში, ხოლო მეორე კასიოპიში. ადგილზე მეხანძრეებს ეხმარებიან მოხალისეები და ადგილობრივი მკვირდებიც, ისინი უდიდეს ძალისხმევას სწევენ, რომ სახლები იხსნან.

რაც შეეხება როდოსს, ხანძარი ისევ უკონტროლოა, BBC-იმ მოამზადა კადრებიც, რომლებიც ნათლად აღწერს ულამაზესი კუნძულის კატასტროფას, 112-დან ბოლოს კალათას მოსახლეობას მიუვიდა შეტყობინება, რომ დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ ტერიტორია.

ვითარება დრამატულია მასარის სოფელში, ადგილობრივები საჰაერო ძალებით ითხოვენ დახმარებას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

onalem

ტესტ