fbpx
კატეგორიის გარეშე

გარდაიცვალა დიდებული ბერძენი ქალბატონი, კეთილი ნების ელჩი, მარიანა ვარდინოიანი

დღეს, 24 ივლისს, გარდაიცვალა მარიანა ვარდინოიანი – ბერძენი ქალბატონი, რომელმაც თითქმის მთელი ცხოვრება ბავშვების დაცვასა და მათზე ზრუნვას მიუძღვნა. ვარდინოიანი იყო ადამიანი, რომელიც გამოირჩეოდა აქტიური ფილანთროპული და სოციალური მოღვაწეობით.

ქ-ნ მარიანა იყო კეთილი ნების ელჩი და მისი სახელი უკავშირდება უამრავ საქველმოქმედო ორგანიზაციას, ასევე, ჯანმრთელობის სტრუქტურებს, რომლებიც ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებზე ზრუნავენ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ორგანიზაცია “იმედი”, რომელსაც 100.000-სზე მეტი მოხალისე ჰყავს და არის ერთ-ერთი უდიდესი სოციალური პროექტი, რომელმაც გადაარჩინა ათასობით ბავშვის სიცოცხლე და გააუმჯობესა მათი ცხოვრება.

“როცა ერთ-ერთ საავადმყოფოში დედის ცრემლიანი თვალები დავინახე, ჩემს თავს მივეცი პირობა, რომ რამე უნდა გამეკეთებინა, რადგან სხვანაირად ამ ბავშვებს და მათ მშობლებს იმედი არ ექნებოდათ. ვერ ვიძინებდი ტკივილითა და ცრემლით სავსე თვალების წარმოდგენით, სწორედ ამიტომ ყველაფერი გავაკეთე, რომ ეს პირობა შემესრულებინა,” ამბობდა ქ-ნ ვარდინოიანი მედიასთან ინტერვიუში.

მარიანა ვარდინოიანი ბიზნესმენ ვარდის ვარდინოიანის მეუღლე იყო, რომელთანაც ხუთი შვილი შეეძინა.

როგორც ირკვევა, ფილანთროპი ქალბატონის დაკრძალვა ვიწრო ოჯახურ წრეში შედგება.

onalem

ტესტ