fbpx
კატეგორიის გარეშე

ახილეას ბეოს – ქალაქ ვოლოსის მერი, რომელიც ხალხს პირადად ეხმარება და მათ გვერდით დგას ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა სტიქია იწყებოდა

მაშინ, როცა საბერძნეთის უამრავი რეგიონი, ქალაქი და სოფელი კატასტროფული წყალდიდობის წინაშე დგას, არ შეიძლება არ აღინიშნოს იმ ადამიანების წვლილი, რომელთაც შეუძლიათ უსაფრთხოდ და მშრალად იყვნენ, შორიდან გასცენ მითითებები, მაგრამ მიუხედავად ამისა, რიგით მოქალაქეებთან ერთად ტალახსა და ადიდებულ წყალში დგომას ამჯობინებენ. სწორედ ასეთია ვოლოსის მერი, ბატონი ახილეას ბეოსი, რომელიც საკუთარი ქალაქის მოსახლეობის გვერდით დგას და ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ხალხს მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ აფრთხილებდა.

ბეოსი ქუჩაში წვიმაში იდგა და თითოეულ მძღოლს სახლში დაბრუნებისკენ პირადად მოუწოდებდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ვოლოსი წყალმა დატბორა, ის საკუთარი ხალხის გვერდით დარჩა, ცდილობს შეძლებისდაგვარად მდგომარეობა შეუმსუბუქოს, მოაგვაროს წყლისა და ელ.ენერგიის პრობლემები და ა.შ.

ქალაქის მერი ყველას ერთმანეთის დახმარებისკენ მოუწოდებს და სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს საჩივარსაც კი, რომლის მიხედვითაც ზოგიერთი ბიზნესი სპეკულაციებით არის დაკავებული და ასეთ რთულ მომენტში წყალს 5 ევროდ ყიდის. ბეოსი ხალხს აფრთხილებს, ნუ გაებმებიან ამ ხაფანგში.

onalem

ტესტ