fbpx
საბერძნეთი

“ეს ყველაფერი ბიბლიურ კატასტროფას ჰგავს, ბებოები ფანჯრებიდან გამოგვყავდა და ტრაქტორებზე ვსვამდით” – მაშველები ვოლოსიდან

მაშველები, რომლებიც საბერძნეთში სტიქიის ეპიცენტრში მუშაობენ, საუბრობენ მდგომარეობაზე, რომელიც მხოლოდ ბიბლიურ კატასტროფას თუ შედარდება. როგორც უკვე ცნობილია, ევაკუაციის საქმეში ჩაერთვნენ შეიარაღებული ძალებიც და ხალხი გამოჰყავთ გასაბერი ნავებით. კარდიცას სოფლებში წყალმა დაფარა თითქმის ყველაფერი, მხოლოდ წითელი კრამიტის სახურავები მოჩანს.

“ბებოები ფანჯრებიდან გამოგვყავდა, რადგან სხვა საშუალება უბრალოდ არ იყო. დაუჯერებელი კადრები იყო. ყოველდღიური ცხოვრებით იმდენად დაკავებულები ვართ, რომ არ ვფიქრდებით ჩვენს თანამემამულეებზე, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. ბევრი ადამიანი გამოვიყვანეთ, მოხუცებს ტრაქტორებზე ვსვამდით, რომ ადგილიდან გაეყვანათ, ზოგი ადგილი საერთოდ მიუვალი იყო,” ამბობს მაშველი.

იხილეთ კადრები კარდიცას სოფელ პალამადან:

onalem

ტესტ