fbpx
საბერძნეთი

კვლავ დროის ცვლილება საბერძნეთში – როდის უნდა გადავწიოთ საათები?!

მიუხედავად დებატებისა და ევროპარლამენტის ინიციატივისა, რომ დრო აღარ შეცვლილიყო, როგორც ირკვევა, საბერძნეთში ოქტომბრის თვეში საათებს კვლავ გადავწევთ ისე, როგორც ამას გასულ წლებში ვაკეთებდით.

ჩანს, რომ გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ 2021 წელს ეს ტენდენცია გაუქმებულიყო, ძალაში აღარ არის, რაც ნიშნავს, რომ ოქტომბრის 31-ში, კვირა დღეს, კვლავ ზამთრის დროზე გადავალთ და საათებს 1 საათით უკან გადავწევთ.

31 ოქტომბრიდან საქართველოსა და საბერძნეთის დროებს შორის 2 საათიანი სხვაობა იქნება.

ევროკავშირის საბჭოს აღნიშნულთან დაკავშირებით საბოლოო პოზიცია ჯერ კიდევ არ დაუფიქსირებია, რამაც ყველაფრის ისევ ძველებურად დარჩენა განაპირობა.

onalem

ტესტ