fbpx
საბერძნეთიტერორიზმი

ავსტრალიელ ტერორისტს საბერძნეთში ტელეფონის ხუთი ნომერი ჰქონდა

რას საქმიანობდა საბერძნეთში 15 დღის მანძილზე ცივსისხლიანი მკვლელი ბრენტონ ტარანტი?! რა კონტაქტები ჰქონდა? რისთვის სჭირდებოდა ტელეფონის 5 ნომერი და რაც მთავარია, ვის შეხვდა ის ქვეყანაში ყოფნისას?!

ეს ყველა ის საკითხია, რომელზეც ახალი ზელანდიისა და საბერძნეთის პოლიცია ერთობლივად მუშაობს.

სწორედ პოლიცია ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ტერორისტი ხუთი ბერძნული ნომრით სარგებლობდა, რაც დიდ ეჭვებს აღძრავს. თუკი ის მხოლოდ დასასვენებლად იმყოფებოდა საბერძნეთში, ხუთი ნომერი არ დასჭირდებოდა.

ასევე ფიქსირდება საკრედიტო გადარიცხვები რამდენიმე ბარათიდან.

ამ დრომდე არ არსებობს ინფორმაცია, სად იყო გაჩერებული კონკრეტულად ტარანტი. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მან 2016 წელს კრეტა და სანტორინი მოინახულა.

onalem

ტესტ