fbpx
საბერძნეთი

სკანდალი საბერძნეთში: 40 ევრო კორონავირუსის ყალბ, ნეგატიურ პასუხში – როგორ კვეთენ საზღვარს?!

ტელეკომპანია Mega-ს საშუალებით სკანდალური ამბის შესახებ გახდა ცნობილი, რომელიც საბერძნეთის საზღვარზე, კერძოდ, პრომახონას ტერიტორიაზე ხდება.

ირკვევა, რომ ექსპერტები, რომლებიც საბერძნეთში შემომავალ ხალხს კორონავირუსზე ტესტებს უტარებენ, ყიდიან ყალბ პასუხებს და ამაში 40 ევროს იღებენ.

ეს ნიშნავს, რომ ისინი გასცემენ გარკვეული სახის სერტიფიკატს, რომ ტესტი ჩატარებულია და პასუხი ნეგატიურია, ანუ შემომავალ პირს კორონავირუსი არ უდასტურდება. ამ დროს კი, ადამიანი შეიძლება ნამდვილად იყოს ვირუსის მატარებელი და იყოს უსიმპტომო.

მათ, ვინც საბერძნეთის საზღვრის გადმოლახვა სურთ, გაუჩნდათ ახალი საშუალება მიზნის მისაღწევად და ამისთვის მხოლოდ 30-40 ევროა საკმარისი.

იხილეთ სპეციალური რეპორტაჟი:

onalem

ტესტ