fbpx
საბერძნეთი

სამოქალაქო დაცვის სამინისტროს გაფრთხილება – ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი საბერძნეთში

სამოქალაქო დაცვის სამინისტროს მიერ ვრცელდება გაფრთხილება, რომელიც უკავშირდება ამინდის მკვეთრ გაუარესებას ხვალიდან საბერძნეთში. მოსალოდნელია წვიმა, ძლიერი ქარი და სეტყვა.

კერძოდ, ხვალ საღამოს ადრეული საათებიდან ჩრდილოეთ იონიის კუნძულებზე, იპიროში, დასავლეთ მაკედონიაში, დასავლეთ სტერეაში, შემდეგ გვიან ღამიდან ცენტრალურ და აღმოსავლეთ მაკედონიაში, თესალიაში, დასავლეთ პელოპონისოში მოსალოდნელია უხვი ნალექი, წვიმის სახით.

ორშაბათს სინოპტიკოსები ძლიერ ქარს, წვიმასა და სეტყვას ვარაუდობენ, ზემოთ ჩამოთვლილ ყველა ტერიტორიაზე, ასევე, თრაკიში. შემდეგ ფენომენი თანდათანობით გაძლიერდება ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებზე.

ეგეოსის ზღვაზე იქროლებს ქარი, რომლის ძალაც 7-8 ბალს მიაღწევს, ხოლო ორშაბათს 9 ბალამდე გაძლიერდება.

აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას სამოქალაქო დაცვის სამინისტრო განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

ამინდი ათენში ხვალ და ზეგ:

ამინდი თესალონიკში ხვალ და ზეგ:

onalem

ტესტ