fbpx
საბერძნეთი

5.000 ევროიანი ჯარიმა ბერძენ მამაკაცს, რომელმაც კაფე გახსნა და კარანტინის მიუხედავად, კლიენტებს იღებდა

ბერძენ მამაკაცს საკუთარი კაფეს გახსნა ძვირად დაუჯდა. გავრცელებული ინფორმაციით, კრეტაზე, ერთ-ერთი კაფეს მფლობელმა გადაწყვიტა, რომ კარანტინის მიუხედავად, თავისი კაფე გაეხსნა და კლიენტებს ჩვეულებისამებრ ემსახურებოდა. ანუ არა მხოლოდ წაღების სერვისით, არამედ დადგა სკამები და მაგიდები და ხალხი სხდებოდა ისე, როგორც კარანტინამდე.

პოლიციის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად მას 5.000 ევროიანი ჯარიმა გამოუწერეს და კაფე 15 დღით სრულიად დაიკეტა, ის ვერ შეძლებს ვერც წაღების ან დელივერის გზით მუშაობას.

კრეტაზე საერთო ჯამში გუშინ 2.555 შემოწმება ჩატარდა და დაფიქსირდა 84 დარღვევა, უმიზეზო გადაადგილების თვალსაზრისით და რამდენიმე, პირბადის გამოუყენებლობის გამო.

onalem

ტესტ