fbpx
საბერძნეთი

ის არ იყო ჩვეულებრივი თანამშრომელი, არც ქუჩაში დაუტოვებიათ – კარნესების ოჯახის საქმის განსხვავებული დეტალები

გლიფადაში მომხდარმა მკვლელობამ, რომელმაც ცნობილი გემთმფლობელი, მარია კარნესი და მისი დის მეუღლე, ასევე, ყოფილი კაპიტანი შეეწირა, საზოგადოება შეძრა. ინციდენტის პირველივე წუთებიდან პოლიციას გარკვეული წარმოდგენა შეექმნა საქმეზე და მოტივად სახელდებოდა ფაქტი, რომ ეგვიპტელი არი კარნესებმა სამსახურიდან გაათავისუფლეს და სახლიდანაც გააგდეს, სწორედ ამის გამო დაკარგა თავზე კონტროლი და ცეცხლი გახსნა.

როგორც ჩანს, ვითარება ასე მარტივად არ არის და არიმ სამსახურის დაკარგვის გამო არ გასწირა სამი ადამიანი და არც საკუთარი თავი. არსებული მასალების მიხედვით, ეგვიპტელი მამაკაცი, არი, სპიროს კარნესის ერთგული ადამიანი იყო, მას ემსახურებოდა წლების მანძილზე, ხოლო სპიროს კარნესის დებს, მარია და დესპინა კარნესებს ძმასთან გარკვეული უთანხმოება ჰქონდათ რამდენიმე საკითხზე.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არი 1 წლის წინ გაათავისუფლეს კომპანიიდან და არა რამდენიმე დღის წინ, მან შესაბამისი, კომპენსაციაც მიიღო და როგორც აღმოჩნდა, ბერძნულ და შვეიცარიულ ბანკებში მილიონობით ევრო ერიცხებოდა, ასევე, არ იყო დარჩენილი უსამსახუროდ, ვინაიდან სპიროს კარნესი ისევ ამუშავებდა თავისთან.

ოჯახის ახლობლები საინტერესო დეტალებზე საუბრობენ: “არი არ იყო ჩვეულებრივი თანამშრომელი. ის დანიშნული ჰყავდათ ორი კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრად, არი იყო სპიროს კარნესის სრული ნდობით აღჭურვილი პირი. ჩვენთვის წარმოუდგენელია, რომ ასეთი რამ მოხდა, ვინაიდან არი ძალიან კარგი ადამიანი იყო და კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა. ათობით წელი ემსახურებოდა ამ ოჯახს, ამიტომ ვერავინ წარმოვიდგენდით ასეთ დასასრულს.”

საქმეზე გამოძიება გრძელდება, ვინაიდან როგორც ჩანს, კარნესების ოჯახში მკვლელობის უკან ბევრი უცნობი ფაქტი იმალება.

onalem

ტესტ