fbpx
საბერძნეთი

1.000 ევრო უმუშევრებს სემინარებზე დასწრებისთვის საბერძნეთში – მათი რაოდენობა იზრდება

დასაქმების საჯარო სამსახურის, ΔΥΠΑ-ს (ყოფილი ΟΑΕΔ) ადმინისტრატორი მედიათან აცხადებს, რომ საბერძნეთში გაიზრდება ბიუჯეტი სემინარებისთვის, რომლებიც განკუთვნილია ოფიციალურად უმუშევარი პირებისთვის. როგორც ცნობილია, აღნიშნული სემინარები ტარდება პერიოდულად, ასაკის მიხედვით და უმუშევრებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა, სანაცვლოდ კი, ანაზღაურებაც აიღონ.

მედიის ინფორმაციით, ΔΥΠΑ გამოყოფს დამატებით თანხებს და ბიუჯეტს, რომელიც 1 მილიარდ ევროს გადააჭარბებს, თანხა მოხმარდება როგორც აღნიშნულ სემინარებსა და გადამზადებას, ასევე, შრომის სუბსიდირებას, რაც ნიშნავს, რომ ბიზნესს, რომელიც თანამშრომელს დაასაქმებს მათი საშუალებით, ხელფასის თანხა სწორედ ΔΥΠΑ-სგან დაერიცხება.

ადმინისტრატორის განცხადებით, 2015-2019 წლებთან შედარებით გაოთხმაგებულია იმ ადამიანთა რიცხვი, რომელმაც სწორედ ΔΥΠΑ-ს დახმარებით იპოვა სამსახური.

რაც შეეხება სემინარებს, რომლებზე დასწრების სანაცვლოდაც 1.000 ევრომდე შეგიძლიათ მიიღოთ, ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ აღნიშნულ ბმულზე: https://prosvasis.dypa.gov.gr/

onalem

ტესტ