fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

დღეს რეკორდი საბერძნეთში და საგანგაშო მდგომარეობა ატიკის რეგიონში – იხილეთ მონაცემები

საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევათა რიცხვმა დღეს ყოველგვარ აქამდე დაფიქსირებულ რეკორდს გადააჭარბა, განსაკუთრებით კრიტიკული ვითარება კი ატიკის რეგიონში ფიქსირდება.

კერძოდ, 26 აგვისტოს გამოვლინდა ახალი ტიპის ვირუსით ინფიცირების 293 ახალი შემთხვევა. აქედან 103 ფიქსირდება ატიკის რეგიონში, რის გამოც, ექსპერტთა განმარტებით, ეს რეგიონი ახლა ყველაზე კრიტიკული წერტილია.

54 ინფიცირებული გამოვლინდა თესალონიკში, ხოლო ქვეყნის საზღვრებზე მხოლოდ 22 დაფიქსირდა.

დანარჩენი შემთხვევები, მცირე რაოდენობით, ნაწილდება საბერძნეთის თითქმის მთლიან ტერიტორიაზე და რაც ყველაზე სამწუხაროა, ბოლო 24 საათში ვირუსით დაიღუპა 5 ადამიანი.

ბრიტანელ ექსპერტთა თქმით, ახლა უკვე 2 მეტრიანი კი არა, 8 მეტრიანი დისტანციის დაცვა გვჭირდება, რადგან რიგ შემთხვევებში ხველის შედეგად ვირუსის ნაწილაკების გავრცელება ხდება 8 მეტრზეც კი.

onalem

ტესტ