fbpx
საბერძნეთი

1555 – ნომერი, რომლითაც არა მხოლოდ ΕΦΚΑ-ს, არამედ ΕΦΟΡΙΑ-საც დავუკავშირდებით

ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა, კოსტის ხაძიდაკიმ მედიასთან განაცხადა, რომ სულ მალე, ფაქტობრივად, რამდენიმე თვეში, აპლიკაციებისა და ავტომატიზირებული პროცედურების სერია განხორციელდება დამოუკიდებელი საჯარო შემოსავლების სამსახურში, რაც ნიშნავს ბიუროკრატიული პროცედურების შემცირებას.

საუბარია ახალ სერვისებსა და აპლიკაციებზე, რომლებიც მოქალაქეებს მოემსახურებიან და გაამარტივებენ უწყებებთან კომუნიკაციას და ასევე, უშუალოდ პროცესს, რომლის განხორციელებაც სურთ, განსაკუთრებულად მოხერხებული იქნება ახალგაზრდა თაობისთვის, რომლისთვისაც მარტივია ტექნოლოგიების გამოყენება.

ხაძიდაკიმ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ნომერზე, რომელიც უკვე ცნობილია ჩვენთვის – 1555 და შესაძლებელია, რომ დავუკავშირდეთ სადაზღვევო სამსახურს (ΕΦΚΑ), მაგრამ როგორც ჩანს, ემატება სხვა სერვისებიც და შესაძლებელი იქნება დაკავშირება საგადასახადო სამსახურთანაც, ΕΦΟΡΙΑ.

მისი განმარტებით, შეიქმნება დიდი ქოლ-ცენტრი, რომელიც მოემსახურება კიდევ უფრო მეტ მოქალაქეს და არ იქნება პრობლემები დროის გაჭიანურებასთან დაკავშირებით.

onalem

ტესტ