fbpx
საბერძნეთი

ბერძენი პოლიციელის მიმართვა აგიოს პანტელეიმონას მოედნიდან მოსახლეობას

აგიოს პანტელეომონას მოედნიდან საბერძნეთის პოლიციის ოფიცერი მოსახლეობას Cnn Greece-ს კამერის საშუალებით მიმართავს.

“ვიმყოფებით აგიოს პანტელეიმონას მოედანზე. როგორც ხედავთ, აქ სიმშვიდეა. მინდა ვთხოვო ყველა მოქალაქეს, დარჩნენ სახლში, რადგან ჩვენ გარეთ მათ გამო ვდგავართ. ახლა რთულ პერიოდს გავდივართ და საჭიროა ყველა ადამიანის პასუხისმგებლობა და გაგება. ჩვენ მკაცრად უნდა მივყვეთ დაწესებულ შეზღუდვებს.

როგორც ΔΙΑΣ გუნდი, ვართ მოქალაქეების გვერდით, რომ თავს დაცულად გრძნობდნენ.

ყოველდღე ვპატრულირებთ ყველა უბანში და გზებზე, უნდა გამოვიჩინოთ მოთმინება, რომ სირთულეები გადაილახოს,” ამბობს ოფიცერი.

onalem

ტესტ