fbpx
საბერძნეთი

კარანტინი მთელ საბერძნეთში – ექსპერტების მოთხოვნა და კირიაკოს მიცოტაკის საგანგებო გამოსვლა ხვალ

ბერძნული მედიის ოფიციალური ინფორმაციით, პრემიერის სასახლეში გაიმართა საგანგებო შეხვედრა ონლაინ-რეჟიმში, რომელშიც მონაწილეობდნენ მთავრობის წარმომადგენლები და ექსპერტთა საბჭო.

ირკვევა, რომ ექსპერტთა ჯგუფი კირიაკოს მიცოტაკის მთელ ქვეყანაში კარანტინის დაწესებას სთხოვს. ეს არის ერთადერთი გზა, რომელსაც ისინი კორონავირუსის გავრცელების შესაზღუდად ეფექტურად მიიჩნევენ, რადგან დღეს დაფიქსირდა 2.646 ახალი ინფიცირებული.

ცნობილია, რომ ხვალ კირიაკოს მიცოტაკი დღის 12:00 საათზე საგანგებო ეთერით გამოვა და კონკრეტულ განცხადებებს გააკეთებს.

კარანტინი, რომელიც შესაძლოა მთელ ქვეყანაში გამოცხადდეს, იქნება ისეთი, როგორიც გაზაფხულზე იყო და გაგრძელდება 15 დღის მანძილზე.

ხვალინდელ ბრიფინგში მოსალოდნელია, რომ მონაწილეობა მიიღოს პროფესორმა, სოტირის ციოდრასმაც.

ალკივიადის ვატოპულომ უკვე აღნიშნა, რომ ახლა საბერძნეთს იმის ფუფუნება არ აქვს, რომ უკვე მიღებული ზომების შედეგებს ელოდოს, არამედ მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ახალი გადაწყვეტილებები.

onalem

ტესტ