fbpx
საბერძნეთი

“გვჭირდება კარანტინი მთელ საბერძნეთში, რომ არ ავირჩიოთ, ვინ გადარჩება და ვინ არა” – გიორგოს პანაიოტაკოპულოს

ΕΟΔΥ-ს ვიცე პრეზიდენტმა, გიორგოს პანაიოტაკოპულოსმა ტელეკომპანია Mega-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ ამ ეტაპისთვის ერთადერთ გამოსავლად საბერძნეთში მასშტაბური კარანტინის გამოცხადება რჩება.

“გუშინ მთავრობის წევრებსა და ინფექციური დაავადებების ექსპერტთა საბჭოს შორის საგანგებო შეხვედრა გაიმართა და პროფესორებმა დაჟინებით მოითხოვეს სრული კარანტინის გამოცხადება.

ეს მოთხოვნა ლოგიკურია და ეფუძნება არა მხოლოდ ინფიცირებულთა რაოდენობის და ვირუსის გადადების ტენდენციის ზრდას, არამედ რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული პაციენტების რაოდენობის უპრეცენდენტო ზრდასაც.

თუ ასე გაგრძელდება, დაახლოებით 10-15 დღეში საბერძნეთის ჯანდაცვის სისტემაში იქნება კოლაფსი, ნგრევა. ამ დროისთვის არ ვართ მისული იმ მომენტამდე, რომ ავირჩიოთ, ვინ შევა რეანიმაციაში და ვინ არა და სწორედ ეს არ გვინდა, არ გვინდა ავირჩიოთ, ვინ გადარჩება და ვინ არა.

რომ ფიქსირდებოდეს ბევრი ინფიცირებული ყოველდღიურად, მაგრამ რეანიმაციაში იმყოფებოდეს ცოტა პაციენტი, გადაწყვეტილებები იქნებოდა სრულიად სხვაგვარი.” 

 

onalem

ტესტ