fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

19 წლის ირინი ორი პირის ვინაობას ამხელს – საქმის ახალი დეტალები

გავრცელდა ინფორმაცია, რომ 19 წლის მოდელს, რომელიც ჰონგ-კონგის აეროპორტში 2,6 კგ კოკაინის გადატანისთვის დააპატიმრეს, სასულიერო პირი ესაუბრა, რომელიც შემდეგ განცხადებებით ტელევიზია “STAR”-ზე გამოვიდა.

მისი თქმით, გოგონამ არ იცოდა, თუ რა იდო პაკეტში. მისთვის ოჯახის წევრებთან კონტაქტი შეუძლებელია. ის შესაძლოა 27 წლიანი პატიმრობის საფრთხის ქვეშ დადგეს. გოგონამ ორი პირის ვინაობა გაამხილა, რომლებიც, სავარაუდოდ, მას და აქამდე დაკავებულ რამდენიმე გოგონას სასტიკ თამაშში ითრევდნენ. ირინი ეთიოპიაში ორ რუმინელს შევხდა, რომლებთან ერთადაც სასტუმროში დაბინავდა. ისინი არიან 28 წლის პეტრიკა და 37 წლის ნიქუსორი. ირინი მათ იცნობდა, როგორც ნიკოს და პეტროს. მათ ბერძნული გვარები და პასპორტები ჰქონდათ, რომლებიც როგორც პოლიციამ გაარკვია, სულ ცოტა ხნის წინ იყო გაცემული, 2017 წლის 21 აგვისტოს და 10 ნოემბერს.

კიდევ ერთი უცნაური ფაქტია ის, რომ 28 წლის პეტრიკას მითილინზე მობილური ტეელფონის 280 ნომერი ჰქონდა. ასევე მის სახელზე რეგისტრირებულია კომპიუტერების მაღაზია.

ფაქტია, რომ გოგონას ისინი ბერძნები ეგონა, რადგან მეგობარს სოციალური ქსელის საშუალებით სწორედ ამას წერდა, რომ ის ეთიოპიაში იყო ორ მეგობართან ერთად, რომლებიც საბერძნეთიდან იყვნენ.

თუმცა, სასულიერო პირი ასევე აცხადებს, რომ არსებობს ნიგერიელთა დაჯგუფება ადის აბებაში ანუ ეთიოპიის დედაქალაქში, რომლებიც მთელი ევროპის მასშტაბით ხალხს ატყუებენ, რათა ნარკოტიკული საშუალებები ამა თუ იმ ადგილას გადაიტანონ. ირინი ერთ-ერთი მათგანი აღმოჩნდა. ზოგჯერ ისინი მსხვერპლს სოციალურ ქსელში ეძებდნენ და ჰპირდებოდნენ, რომ იქნებოდნენ მათი მეგობრები, ამოგზაურებდნენ მსოფლიოს გარშემო ან სულაც ქორწინებას სთავაზობდნენ.

სწორედ ასე მოხვდა ირინი ეთიოპიაში, შემდეგ კი იქ ზემოთ აღნიშნულ ორ რუმინელს შეხვდა, რომლებიც თავს ბერძნებად ასაღებდნენ.

ირინი ამბობს, რომ სწორედ ფერადკანიანმა ადამიანმა გადასცა პეტრიკას კოკაინით სავსე პაკეტი. ასევე ვრცელდება იფნორმაცია, რომ ეს პროცესი სასტუმროში მოხდა, სადაც, სავარაუდოდ, კამერებია დამონტაჟებული, ამიტომ რამდენადმე შესაძლებელია, რომ ფერადკანიანი პირის სახის იდენტიფიცირება სწრაფად მოხდეს.

onalem

ტესტ