fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

პატისიონზე კაფეტერიაში სროლის შედეგად 22 წლის ბიჭი დაშავდა

პატისიაზე, გლდასტონოს და პატისიონის ქუჩების კვეთაზე მდებარე ერთ-ერთ კაფეში პანიკა შეიქმნა. უცნობმა პირმა კაფეს ცეცხლი გაუხსნა და ფანჯრები სრულიად ჩაამსხვრია.

მან დაახლოებით 5-ჯერ მაინც გაისროლა, რის შემდეგაც, უკანმოუხედავად გაიქცა და მიიმალა. სროლის დროს კაფეში უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. როდესაც სროლა ატყდა, თითოეული მათგანი იატაკზე დაწვა, რათა თავი დაეცვათ.

რამდენიმე წუთში კი ყველაფერი დასრულდა, თუმცა, ეს მათთვის სრული შოკი იყო.

სროლას კაფის მომხმარებლები უვნებლად გადაურჩნენ, თუმცა, დაშავდა 22 წლის ბიჭი, რომელიც იქ მუშაობს. მას პირველადი სამედიცინო დახმარება სწრაფად აღმოუჩინეს.

ინციდენტი გუშინ შუადღეს მოხდა, თუმცა, ამის შესახებ ცნობილი დღეს გახდა.

პოლიცია გამოძიებას აწარმოებს, რათა დამნაშავის იდენტიფიცირება უმოკლეს დროში მოხდეს.

onalem

ტესტ